თავართქილაძე მალხაზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მ თავართქილაძე.jpg

თავართქილაძე მალხაზ მიხეილის ძე (დ. 13. VI. 1950, თბილისი), მომღერალი (ბანი) და არქიტექტორი. საქართვ. სახ. არტისტი (1982). 1974 დაამთავრა სპიის არქიტექტურის ფაკტი. 1974–83 მუშაობდა საპროექტო ინტ `საქქალაქმშენსახპროექტში”, 1983–98 ცეკავშირის საწარმოო გაერთიანება `საქკოოპდიზაინ რეკლამის” დირექტორად. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში მონაწილეობდა სპიის საესტრადო ორკესტრში (ხელმძღვ. ს. ტუღუში) და ვაჟთა კაპელაში (ხელმძღვ. ი. კუბლაშვილი), ხოლო 1971იდან – ვოკალურ საკრავიერ ტრიოში (მ. თავართქილაძე, დ. აბესაძე, გ. სეფერთელაძე). 1973იდან ანსამბლს ეწოდა `ცისფერი ტრიო” და გამოდის როგორც საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის პროფ. კოლექტივი. თის შესრულება აღინიშნება უშუალობით, ემოციურობით, მაღალი პროფესიონალიზმით. ლამაზი ჟღერადობის ხმა მას საშუალებას აძლევს საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულოს ბანის პარტიები ქართვ. კომპოზიტორთა სიმღერებში (ნ. დუღაშვილის `ღმერთი სიყვარულისა”, `იმერეთის ნიავო”; ე. ჭელიძის `ლურჯი აპრილი”; თ. ცაგურიას `ზამთარი”; ი. ბობოხიძის `თოვლი”; ო. რამიშვილის `ერთი ქუჩა” და სხვ.). თმ არაერთი სიმღერა გადაამუშავა ტრიოსათვის. ანსამბლთან ერთად შემოვლილი აქვს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მ. შ. აშშ, კანადა, ინგლისი, მექსიკა, იაპონია და სხვ. აღსანიშნავია თის, როგორც არქიტექტორის, მოღვაწეობა. მისი პროექტით აშენდა არაერთი შენობანაგებობა. ბავშვთა პანსიონატი დაბა ლესელიძეში (1978), ბავშვთა დასასვენებელი სახლი ქობულეთში (1980) – ორივე არქიტ. ლ. ლორთქიფანიძესთან ერთად. სასტუმრო `დიდველი” ბაკურიანში (2004); სწრაფი კვების კაფე `ნიკალა” (2002–10; თბილისი გამსახურდიას გამზირი) და სხვ.


ცისფერი ტრიო.jpg