თავართქილაძე რევაზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რ თავართქილაძე.png

თავართქილაძე რევაზ პლატონის ძე (30. XI. 1920, ბაქო, – 5. IX. 2013, თბილისი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1978), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1985). 1953 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. ინტის სამსახიობო ფაკტი (ა. ხორავას, მ. თუმანიშვილის და ლ. იოსელიანის ხელმძღვ.). 1954–59 და 1961–2013 თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრ. წამყვანი მსახიობი იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა: სოხუმის კ. გამსახურდიას სახ. ქართ. სახელმწ. (1959–60 და 1996–97), თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. (1991), თ. ჩანტლაძის სახ. სატირისა და იუმორის (1990), მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა (2005), სამეფო უბნის (2006) და სხვა თეატრებში; საქართვ. ტელევიზიაში წლების განმავლობაში მიჰყავდა სატირულიუმორისტული ჟურნ. `ოქროპირი” და რადიოგადაცემა `თეატრი მიკროფონთან”. სხვადასხვა თეატრში შესრულებული აქვს 200მდე როლი, რთაგან განსაკუთრებით გამორჩეულია: ბუბლიკი (ა. კორნეიჩუკის `პლატონ კრეჩეტი”), მილოვზოროვი, ვიშნევსკი (ა. ოსტროვსკის `უდანაშაულო დამნაშავენი” და `შემოსავლიანი ადგილი”), გიუნპლენი (ვ. ჰიუგოს `კაცი, რომელიც იცინის”), მალვოლიო (უ. შექსპირის `მეთორმეტე ღამე”), სკაპენი (ჟ. ბ. მოლიერის `სკაპენის ოინები”), დონსეზარი (ფ. დიმანუარი და ა. დენერი `დონ სეზარ დე ბაზანი”), ოტო ფრანკი (`ანა ფრანკის დღიური”), გადალენდია (ლ. ქიაჩელის `ტარიელ გოლუა”), ქოსა მრჩეველი (გ. ნახუცრიშვილის `ჭინჭრაქა”), ილიკო (ნ. დუმბაძის `მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”), ხლოპოვი (ნ. გოგოლის `რევიზორი”), ლუკა (მ. გორკის `ფსკერზე”), ილარიონი (შ. გაწერელიას `ჩვენებურები”), ფირსი (ა. ჩეხოვის `ალუბლის ბაღი”) და სხვ. გახმოვანებული აქვს არაერთი მხატვრული და მულტიპლიკაციური ფილმი, რთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გრაფი სეგედის კინოსახე გ. ლორთქიფანიძის მრავალსერიიან სატელევიზიო ფილმში `დათა თუთაშხია”. ლიტ.: ნინიკაშვილი კ., რევაზ თავართქილაძე, თბ., 2007.

ანა ფრანკის დღიური.png