თავასა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავასა, სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის თუზის თემში (იმერეთის მხარე), იმერეთის ჩრდ. მთისწინეთში, მდ. ძუსის (ჩოლაბურის მდგენელი) ზემოწელში. ზ. დ. 400 , თერჯოლიდან 18 კმ, ზესტაფონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 21 კმ. 392 მცხ. (2002). თ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII სში (ალექსანდრე III იმერთა მეფის 1645 წყალობის ერთ სიგელში), ხოლო ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) რუკაზე დატანილი აქვს თის ციხედარბაზი. თში შემორჩენილია ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი, განვითარებული შუა საუკუნეების სამების ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევები. ძეგლი ნაშენია დიდი თლილი ლოდებითა და კირით. გადახურულია ლორფინით. შესასვლელები სამხრიდან და დასიდან აქვს. შიგნით ეკლესია მოხატულია, გამოსახული არიან სას. და საერო პირები. არის ასომთავრული წარწერები.