თავაქარაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავტოპორტრეტი.jpg

თავაქარაშვილი (თავაქალაშვილი) მამუკა, XVII ს. პოეტი, კალიგრაფი, მხატვარიმინიატიურისტი. მდივნად იყო იმერეთის მეფის კარზე. 1634 ტყვედ მოხვდა სამეგრელოში, სადაც ლევან II დადიანის კარზე ეწეოდა ლიტ. და კალიგრაფიულ საქმიანობას. 1647 გადაწერა `შაჰნამეს” გაგრძელების ე. წ. `უთრუთიანსაამიანის” ქართ. პროზაული ვერსია; გალექსა `ზააქიანი”, რისთვისაც გამოიყენა `შაჰნამეს” ქართ. პროზაული თარგმანი. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1646 გადაწერილი `ვეფხისტყაოსანი”, რიც 39 მინიატურითაა შემკული. მინიატიურებს ეტყობა ქართ. ხალხ. ხელოვნების გავლენა. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების გარდა, აქ მოთავსებულია რუსთაველისა და თვით მხატვრის პორტრეტები. თ. საკმაოდ დახელოვნებული მხატვარია, მისი კალიგრაფია გამოირჩევა ხაზგასმული დეკორაციულობით. თხზ. იხ.: შაჰნამეს ანუ მეფეთა წიგნის ქართული ვერსიები, იუსტ. აბულაძის გამოც., ტფ., 1916; იგივე, [ტ.] 3, დ. კობიძის გამოც., თბ., 1974. ლიტ.: ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971; ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 2, თბ., 1940; ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958; კობიძე დ., შაჰნამეს ქართული ვერსიების სპარსული წყაროები, თბ., 1959; ყუბანეიშვილი ს., ლიტერატურული და ხალხური ზააქიანი, «საქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე», 1953, ტ. 14, #6; შერვაშიძე ლ., `ვეფხისტყაოსნის” 1646 წლის ხელნაწერის მინიატიურების ავტორობის შესახებ, იქვე, 1955, ტ. 16, #6. ვ. ბერიძე.