თავაძე გიორგი ვახტანგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავაძე გიორგი ვახტანგის ძე (1882, სოფ. ზემო ხეთი, ჩოხატაურის რნი, – XX ს. II ნახ., საფრანგეთი), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი (1921). მონაწილეობდა რუსეთიაპონიის (1904–05) ომში. 1913 მსახურობდა კავკ. მსროლელ პოლკში, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18), სადაც დაიჭრა; 1918–21 იყო ქართ. ჯარში. მსახურობდა სამხ. სამინისტროში, მეთაურობდა ქართ. ლეგიონს. თავი გამოიჩინა საქართველოსომხეთის 1918 ომის დროს. 1921 ემიგრაციაში წავიდა. დაჯილდოებულია წმ. ანას IV ხარისხის ორდენით. ლიტ.: კვინიტაძე გ., მოგონებანი (1917–21), ტ.1, თბ., 1998. ''ლ. დოლიძე''.