თავაძე გიორგი ფერდინანდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ ფ თავაძე.png

თავაძე გიორგი ფერდინანდის ძე (დ. 6. XII. 1945, თბილისი), მეტალურგი. საქართვ. მეცნ. ეროვნული აკად. წ.კორ. (2009), ტექ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (2002). 1967 დაამთავრა სპიის მეტალურგიის ფაკტი, ლითონმცოდნეობისა და ლითონების თერმული დამუშავების სპეციალობით. 1967 მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. მეტალურგიის ინტში (ახლანდ. ფ. თავაძის სახ. მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინტი). 1992–2004 მუშაობდა საქართვ. თავდაცვის სამინისტროს ტექ. სამმართველოს უფროსად; 1998–2002 – საქართვ. შეიარაღებული ძალების გენ. შტაბის სტრატეგიული დაგეგმარებისა და სამეცნ.ტექ. კვლევების მთ. სამმართველოს უფროსად. 2002–04 იყო საქართვ. თავდაცვის სამინისტროს კვლევებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი, 1997–2005 კი – ­NATO-ს კვლევებისა და ტექნოლოგიების ორგანიზაციისა და სახმელეთო შეიარაღების ჯგუფის ეროვნ. კოორდინატორი. 2005 აირჩიეს საქართვ. საინჟ. აკად. ნამდვილ წევრად. 2006 ამერიკის ბიოგრაფიული საზბის მმართველ რედაქტორთა საბჭომ მიანიჭა მასალათმცოდნეობის ექსპერტის წოდება. 2006იდან მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინტის დირექტორია. თის სამეცნ. კვლევის მიმართულებებია: ამორფული და წვრილკრისტალური მასალების მიღება; ლითონური ნალღობიდან ზესწრაფი წრთობით თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის (თმს) ტექნოლოგიით A–15 ტიპის ლითონური და მაღალტემპერატურული კერამ. ზეგამტარი მასალების მიღება; თმს ტექნოლოგიით ბორისა და მისი ნაერთების მიღება და კვლევა. არის საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1988). მინიჭებული აქვს პოლკოვნიკის წოდება და (1996) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. 2013 მიენიჭა გიორგი ნიკოლაძის პრემია. თხზ.: Получение специальных материалов методами самораспространяющегося высокотемпературного синтеза, Тб., 2011 (თანაავტ. А.С. Штепнберг)