თავაძე დავით

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავაძე დავით ელიზბარის ძე (1916, სოფ. აცანა, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 20. VI. 1979, თბილისი), საბჭოთა კავშირის გმირი (19. VIII. 1944); მფრინავი, მაიორი. 1936 დაამთავრა ბათუმის აეროკლუბი, 1938 გაიწვიეს საბჭ. შეიარაღებულ ძალებში. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს იბრძოდა ჩრდ. კავკასიაში, ვოლგაზე, ტამანის ნ.კზე, ნოვოროსიისკთან, იალტასთან, ფეოდოსიასთან, სევასტოპოლთან. საჰაერო ბრძოლაში მოპოვებული წარმატებისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება (მისი ხელმძღვანელობით ესკადრილიამ განახორციელა 1227 საბრძოლო გაფრენა). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, საბრძოლო ორდენები და მედლები, მ. შ. წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი. ''ტ. ჩინჩილაკაშვილი''