თავაძე დიმიტრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დ მ თავაძე.png

თავაძე დიმიტრი მათეს ძე (6. II. 1911, სოფ. ზემო ხეთი, ჩოხატაურის რნი, – 6. III. 1990, თბილისი), საქართვ. სახ. მხატვარი (1967), სტალინური პრემიის ლაურეატი (1951). 1930 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია. მისი პედაგოგები იყვნენ ე. ლანსერე, გ. გაბაშვილი, ი. შარლემანი, ჰ. ჰრინევსკი. 1930–52 იყო შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. დრამ. თეატრის მხატვარი, 1952–76 – მთავარი მხატვარი. მუშაობდა აგრეთვე თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრსა და ვ. სარაჯიშვილის სახ. საოპერო სტუდიაში. გააფორმა სპექტაკლები: დ. კლდიაშვილის `შემოდგომის აზნაურები” (1936), ი. მოსაშვილის `ჩაძირული ქვები” (1949, სტალინური პრემია, 1951), ი. ჭავჭავაძის `ოთარაანთ ქვრივი” (1952), ჯ. ფლეტჩერის `ესპანელი მღვდელი” (1954), პ. კაკაბაძის `ყვარყვარე თუთაბერი” (1959), პ. კოჰოუტის `როცა ასეთი სიყვარულია” (1959) – შოთა რუსთაველის სახ. თეატრში; მ. ბარათაშვილის `ჭრიჭინა” (1954) – კიევის ლ. უკრაინკას სახ. დრამ. თეატრში; გ. ქელბაქიანის `ახალგაზრდა მასწავლებელი” (1955) – მოსკოვის ა. პუშკინის სახ. დრამ. თეატრში; კ. ლორთქიფანიძის `კოლხეთის ცისკარი” (1959) – ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. დრამ. თეატრში და სხვ. თის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია პირობითი ხასიათის კონსტრუქციული დანადგარებისა და ყოფითილუზორული ელემენტების შერწყმა, ნახატის გრაფ. სიმკვეთრე და ფერთა დეკორ. შეხამება. თმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ. თეატრის მხატვრობის განვითარებაში 50იან წლებში, ნატურალისტურ ტენდენციებთან ბრძოლის საწყის ეტაპზე. ლიტ.: ალადაშვილი ნ., დიმიტრი თავაძე, თბ., 1986; კიკნაძე ვ., მხატვარრეალისტი, «დროშა», 1963, #12; კუხიანიძე ტ., დიმიტრი თავაძის შექსპირიანა, «თეატრალური მოამბე», 1975, # 4. ქ. კინწურაშვილი.

შემოდგომის აზნაურები.jpg