თავაძე მერაბ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მ თავაძე.png

თავაძე მერაბ შალვას ძე (დ. 29. VII. 1942, თბილისი), მსახიობი და რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1982). 1963 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინტის სამსახიობო, ხოლო 1979 – კინოსარეჟისორო ფაკტი (ო. იოსელიანის სახელოსნო). 1963–80 შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის მსახიობი იყო, 1979იდან – კინოსტუდია `ქართული ფილმის” დამდგმელი რეჟისორი. 1992 მეუღლესთან – ი. გიგოშვილთან ერთად დააარსა `სამეფო უბნის თეატრი” და წლების განმავლობაში არის მისი უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი. თ-ის მიერ რუსთაველის თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დათო (ვ. როზოვის `ვახშმობის წინ”), ლაშიკო (გ. ნახუცრიშვილის `ჭინჭრაქა”), ბობენი (ე. ლაბიშის `ჩალის ქუდი”) და ლიზანდრი (უ. შექსპირის `ზაფხულის ღამის სიზმარი”, პერდიკანი ( ა. მიუსეს `სიყვარული სახუმარო არ არის”); მარჯანიშვილის თეატრში – თარაშ ემხვარი [კ. გამსახურდიას `მთვარის მოტაცება” (მიწვეული მსახიობის რანგში)], იპოლიტი (ჟ. რასინის `ფედრა”) და სხვ. მის მიერ შესრულებულ როლებს ახასიათებს უშუალობა, სცენური მომხიბვლელობა. გადაღებულია კინოფილმებში: `დრო იწურება განთიადზე” (მოსფილმი, 1965), რუსტამი და სუხრაბი (`ტაჯიკ ფილმი”, 1970), `ბატერფლაის დაბრუნება” (დოვჟენკოს კინოსტუდია, 1983), `მყუდრო სავანე” (რეჟ. კ. ღლონტი, 1970), `თოჯინები იცინიან” (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1964). თოჯინები იცინიან.jpg

საერთაშ. აღიარება მოიპოვა თ-ის მიერ გადაღებულმა ფილმებმა: `ოკეანე” (გრანპრი საზღვაო ფილმების საერთაშ. ფესტივალზე, ვილნიუსი, 1976), `მაცგი” (1982, 5 ჯილდო ევრ. ხუთი ქვეყნის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე), `მე დავბრუნდები” (1982), `ბრავო, ალბერ ლოლიშ” (1987, პრიზი მოსკოვის საერთაშ. ფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისათვის, 1988), `ფესვები” (1999), `ხვეული კიბით” (2001, მთ. პრიზი ანაპის საერთაშ. კინოფესტივალზე საუკეთესო გამოსახულებისა და ოპერატორული ნამუშევრისათვის); `წინაპართა ნაკვალევზე” (1990). თის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: `მოვედ სიყვარულისათვის” (რუსთაველის თეატრი, 1991), `შუშანიკის წამება” (1997) და `დრო და ჟამი” (1996; ორივე `სამეფო უბნის” თეატრი); გერმ. რეჟისორებთან (გ. ზევილდი და მ. კნისბეგი) ერთად ქ. ესენის `გრილოთეატრში” წარმოადგინა სპექტაკლი `ოიდიპოს მეფე – ოიდიპოსი კოლონოსზე” (1993). ლ. შენგელია.

იპოლიტი.PNG