თავაძე რუბენ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავაძე რუბენ მათეს ძე (1903, სოფ. ზემო ხეთი, ჩოხატაურის რნი, – 1941, ქ. ქერჩი), მოქანდაკე. სწავლობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში (1924–29), 1934იდან – ლენინგრადის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტ. ინტში. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში. იყო საქართვ. მხატვართა კავშირის თავრე (1938–40). მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. დაიღუპა ქერჩის მისადგომებთან. ძირითადი ნამუშევრები: კომპოზიტორი ზ. ფალიაშვილი (1938, თაბაშირი, თბილ. კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის ფოიე), ა. წულუკიძე (ქვა, 1935, ქუთაისი), ბ. ძნელაძე (ბრინჯაო, 1930, ალექსანდრეს ბაღი, ახლანდელი ლეონიძის სახ. ბაღი კ. მერაბიშვილთან ერთად, თბილისი, ამჟამად აღებულია). თის სხვა ნამუშევრები ინახება შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში.

ზაქარია ფალიაშვილი.png