თავაძე ფერდინანდ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფ თავაძე.png

თავაძე ფერდინანდ ნესტორის ძე [8 (21). V. 1912, გორი, – 19. XI. 1989, თბილისი], მეტალურგი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1960). ტექ. მეცნ. დოქტორი (1947), პროფესორი (1947), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). ქართ. ენციკლოპედიის დაარსების დღიდან გარდაცვალებამდე იყო მისი მთ. სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1936 დაამთავრა ლენინგრადის ინდუსტრიული ინტი. 1936–37 მუშაობდა იქვე (ინდუსტრიული ინტის სამსხმელო ლაბორატორია, ლითონთა ცენტრ. სამეცნ.კვლ. ინტი, ს. კიროვის სახ. ჩარხმშენებელი ქარხნის ლაბორატორია). 1937იდან მუშაობას იწყებს თბილისში, პ. მელიქიშვილის სახ. ქიმიის სამეცნ.კვლ. ინტის მეტალურგიის ლაბორატორიაში. 1940–45 იყო თბილ. ქიმიის ინტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი, 1945–51 – საქართვ. მეცნ. აკად. მეტალ. ინტის ლითონმცოდნეობის ლაბორ. გამგე, 1951–87 – ამავე ინტის დირექტორი (1991იდან ინტი თის სახელობისაა). პარალელურად, 1948–88 იყო სპიის ლითონთა ტექნოლ. და ლითონმცოდნეობის კათედრის გამგე. თის ძირითადი შრომები ეხება შენადნობთა თეორიას; მაღალი სიმტკიცის თუჯის მიღებასა და სამსხმელო წარმოებას; ლითონების უწყვეტ ჩამოსხმას; უნიკელო, უჟანგავი, კრიოგენული, რადიაცია და მხურვალმედეგი ფოლადების ახ. კომპოზიციების, ძაფისებრი კრისტალების, თხელი აფსკებისა და დამცავი საფრის მიღებას, მათი თვისებების შესწავლას; ლითონთა კოროზიას; ბორის, მისი შენადნობებისა და ნაერთების მიღების შესწავლას; ძვ. საქართველოში ლითონის ნაკეთობათა წარმოების ტექნოლ. დადგენას და ა.შ. ნაშრომთა ციკლისათვის `ლითონურ ნაკეთობათა ფიზ.ქიმ. თვისებების კვლევის მეთოდების შემუშავება” მიენიჭა გ. ნიკოლაძის სახ. პრემია (1976). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: Бронзы древней Грузии, Тб., 1959 (თანაავტ. Т. Н. Сакварелидзе); Нормальный и дислокационный рост кристаллов некоторых цветных металлов, М., 1965 (თანაავტ. Т. Л. Килитаури); Коррозионная стойкость титановых сплавов, М., 1969 (თანაავტ. С. Н. Манджгаладзе); Некоторые приложения теории капиллярности при физикохимическом исследовании расплавов, Тб., 1971 (თანაავტ.: Д. В. Хантадзе, Э. Г. Оникашвили); Основные направления развития процесса непрерывного литья, М., 1982 (თანაავტ.: М. Я. Бровман, Ш. Д. Рамишвили, В. Х. Римен). ბიბლ.: ფერდინანდ თავაძე. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. ზ. მახარაძე, ი. ცხვარიაშვილი, თბ., 1984.