თავაძე შალვა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავაძე შალვა მათეს ძე (15. IX. 1907, სოფ. ზემო ხეთი, ჩოხატაურის რნი, – 13. I. 1989, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1961). 1925–28 სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში, ხოლო შემდეგ მოსკ. უმაღლეს არქიტ.სამშ. ინტში, რიც დაამთავრა 1931. 1931–41 ხელმძღვანელობდა საქართვ. სახ. კომისართა საბჭოს ხელოვნ. სამმართველოსთან არსებულ საპროექტო სახელოსნოს. 1956–60 იყო საქართვ. კულტ. სამინისტროს საპროექტო განყბის მთ. არქიტექტორი. ძირითადი ნამუშევრები: თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქცია და დაშენება (1938–41); სახელმწ. დრამ. თეატრი ქუთაისში (1955, არქიტ. მ. შავიშვილთან ერთად); სახელმწ. დრამ. თეატრი გორში (1938, არქიტ. მ. ჩხიკვაძესთან ერთად); კინოთეატრები: ქუთაისში (1957), ზუგდიდსა (1957) და ფოთში (1958). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (1936–41). 1934 საქართვ. არქიტექტორთა კავშირის დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს გამგეობის პასუხისმგებელ მდივნად. იყო რეპრესირებული. თ. გერსამია.