თავდაუწერელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდაუწერელი, ყმათა კატეგორია შუა საუკუნეების საქართველოში, იხსენიება აღბუღას სამართლის წიგნში (XIII–XIV სს.). იგი `ნებიერის” კატეგორიაა – თავისი ნებით მიდიოდა ახ. ბატონთან, მაგრამ მათი ურთიერთობა არ ფორმდებოდა წერილობით. ძვ. ბატონი თზე უფლებებს არ კარგავდა, პოვნის შემთხვევაში უკანვე იბრუნებდა, მაგრამ თის ოჯახს არ ეხებოდა – ცოლშვილი ადგილზე რჩებოდა. ლიტ.: მეგრელაძე დ., საქართველოს გლეხობა XIII–XV საუკუნეებში, თბ., 1991. დ. მეგრელაძე.