თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი (თსკ) სსრ კავშირისა, საგანგებო უმაღლესი სახელმწიფო ორგანო, რშიც II მსოფლიო ომის დროს (1939–45), თავმოყრილი იყო მთელი ძალაუფლება. შეიქმნა 1941 წ. 30 ივნ. სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, სკპ (ბ) ცკ-ისა და სახკომსაბჭოს გადაწყვეტილებით. თსკ ხელმძღვანელობდა ყველა სახელმწ. უწყებასა და დაწესებულებას, წარმართავდა მათ საქმიანობას. თსკ-ის დადგენილებას ომის დროს კანონის ძალა ჰქონდა: თსკ-ის უმაღლესი აღმასრ. ორგანო შეიარაღებული ბრძოლის ოპერატ.სტრატეგიული ხელმძღვანელობისათვის იყო უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკი. თსკ-ის უცვლელი თავრე იყო ი. ბ. სტალინი. 1944იდან კი თსკის თავრის მოადგილე – ლ. პ. ბერია. II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1945 წ. 4 სექტ. გადაწყვეტილებით თსკ გაუქმდა.