თავდაწერილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდაწერილი, ყმათა კატეგორია შუა საუკუნეების საქართველოში, მოხსენიებულია აღბუღას სამართლის წიგნში (XIII–XIV სს.). იგი `შეწყნარებული ყმაა”. ფეოდ. საზბაში შეწყნარება – უფროსის მიერ უმცროსის მიღება, თანხლება, შეფარება, შეკედლება და ა. შ. – ურთიერთობაა, რაც წერილობით `თავდაწერით” ფორმდებოდა. თ. შეიძლება ყოფილიყო გლეხიც და რანგით დაბალი ფეოდალიც. თ. გლეხი ერთი ბატონიდან მეორესთან მისული კაცია. თუ იგი ახ. ბატონს ჩაესიძებოდა – მისი ყმის ქალს შეირთავდა, მაშინ ახ. ბატონთან რჩებოდა. ძვ. `მკვიდრი ბატონის” წამოდავების შემთხვევაში, თუ თ. ნებით არ დაბრუნდებოდა უკან, სამართალს ოჯახის დანგრევის უფლება არ ჰქონდა და თს ოჯახით აბრუნებდა უკან. ძვ. ბატონი ცოლის საფასურს იხდიდა. თ. გლეხი იურიდიულად `ნებიერია” – ახ. ბატონთან ნებით მისული. ასეთ დროს საბატონყმო ურთიერთობანი შედარებით შეღავათიანი იყო. ლიტ.: მეგრელაძე დ., საქართველოს გლეხობა XIII–XV საუკუნეებში, თბ., 1991. დ. მეგრელაძე.