თავდგირიძეები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდგირიძეები, ფეოდალური საგვარეულო სამხრეთ საქართველოში. მათი უძვ. წარმომადგენელი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპების ნუსხებში იხსენიება. ფოცხვერა თაგდირიძის აღაპს ნ. მარი XI–XII სსით ათარიღებს. შემდგომი მოხსენიება XIV საუკუნისაა. გვხვდება სხვადასხვა ვარიანტებით: თაგდირიძე, თაქთირიძე, თადგირიძე და სხვ. ოსმალთა მიერ სამცხესაათაბაგოს დაპყრობის შემდეგ თის საგვარეულო საქართვ. სხვადასხვა მხარეში (ქართლი, იმერეთი, გურია) გაიფანტა. გიორგი III გურიელმა თს ქვემო გურიაში უბოძა ყმამამული. XVII–XVIII სს-ში თ-ს გურიის სამთავროს ბოქაულთუხუცესის სახელო ეკავათ, შემდეგ გურიის მსაჯულთუხუცესები იყვნენ. თის სათავადო მოიცავდა აჭყვის, კინტრიშის, სუფსისა და ჩაქვის ხეობათა სოფლების ნაწილს. აქვე ჰქონდათ მათ ციხესიმაგრეები, მონასტერი (ხინო), საყდრები, საცხოვრებელი და სამეურნეო სახლები. XVIII ს. 40-იან წლებში გიორგი თავდგირიძე დაემოყვრა `რიზეს ზევით რიონამდე” ოსმალთაგან მიღებული ტერიტ. მფლობელ შერვაშიძეს. ამის შემდეგ სათავდგირიძოს მამულებად იქცა ახალშენი, გონიო, სამება, ყოროლისთავი... XVII–XVIII სს. მიჯნაზე თის ერთი შტო გონიოს სანჯაყს განაგებდა. რუსეთოსმალეთის 1768–74 ომის დროს ქობულეთის სარდალმოურავი მამუკა თავდგირიძე (სოლომონ I-ის სიძე) აქტიურად იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ. ქუჩუქკაინარჯის ზავის (1774) შემდეგ, როდესაც ქვემო გურია ოსმალებმა დაიკავეს, მამუკა ცოლშვილითა და ამალით საჯავახოში გადავიდა და შუა გურიაში დამკვიდრდა. თის ერთი ნაწილი სოფ. აკეთში დასახლდა, სადაც მათ ჰქონდათ ციხესიმაგრე, საყდარი; ეკუთვნოდათ აცანა, გაგური, ზომლეთი და სხვ. სახნავსათესს ფლობდნენ კინტრიშის ხეობაშიც. თის სახლის უფროსს ლაზისტანის სანჯაყში ოსმალებმა კინტრიშის მუდირობა უბოძა. მამუკას ვაჟი მაქსიმე, რსაც თურქებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, გამაჰმადიანდა, სულეიმანად იწოდა. თურქებმა იგი ქობულეთის სანჯაყის გამგებლად დანიშნეს. 1850 მამუკას მემკვიდრეებს რუს. მთავრობამ თავადთა წოდება დაუმტკიცა. XIX ს. შუა წლებში თის ერთი შტო ქვემო აჭარას განაგებდა (რეზიდენცია ქედაში). `აჭარელ ოსმანფაშად” წოდებული 1878 თურქეთში გადასახლდა. თის ნაწილი სტამბოლის მიდამოებში დასახლდა, საგვარეულოდან არაერთი ცნობილი მოღვაწე, სარდალი, დიპლომატი გამოვიდა. ლიტ.: სიხარულიძე ფ., სათავდგირიძოთა საგვარეულოს უძველესი ისტორიიდან, {ლიტერატურული აჭარა}, 1962, #4; Марр Н., О раскопках в Ани, СПб., 1907. ფ. სიხარულიძე. ქ. ჩხატარაიშვილი.