თავდგირიძე ალი-ფაშა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდგირიძე ალი-ფაშა [1828, ჩურუქსუ (ქობულეთი), – 1911, სტამბოლი], ოსმალეთის ჯარის სარდალი (გენერალლეიტენანტი). მონაწილეობდა რუსეთოსმალეთის (1853–56, 1877–78) ომებში. მსახურობდა სულთან აბდულ ჰამიდ IIის ადიუტანტად.

ომის შემდეგ ხელს უწყობდა ქართველების მიგრაციას ოსმალეთში, რათა მათგან შეექმნა ანტირუსული არმია. 1886, ბალკანეთის აჯანყების დროს, ომის დაწყების შემთხვევაში მზადყოფნაში ჰყავდა 4000 ქართვ. ჯარისკაცი.

დაკრძალულია სტამბოლში. ლიტ.: ქასაბი მ., ოსმალეთის ქართველები, თურქულიდან თარგმნეს გ. გუნიავამ და ე. შექერჯიმ, სტამბოლი, 2012; ჭიჭინაძე ზ., ალი-ფაშა თავდგირიძე, ახალსენაკი, 1896