თავდგირიძე ბაჰრი-ფაშა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდგირიძე ბაჰრი-ფაშა (1870, ქობულეთი, – 1915, სტამბოლი), ოსმალეთის ჯარის სარდალი (გენერალი, 1883). მონაწილეობდა რუსეთოსმალეთის (1877–78) ომში. იყო დივიზიის უფროსი. სხვადასხვა დროს ეკავა შკოდერის და ვანის ვალის თანამდებობები. 1909 თანამდებობიდან გადადგა. დაკრძალულია, სტამბოლში, კარაჯაახმადის სასაფლაოზე. ლიტ.: სურმანიძე რ., თავადაზნაურობა და მათი ოჯახები ბათუმის ოლქში, თბ., 2007; ჭიჭინაძე ზ., მუსლიმანი ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში, ტფ., 1913. რ. სურმანიძე.