თავდგირიძე ზია-ფაშა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდგირიძე ზია-ფაშა (1870, ქობულეთი, – 1940, უსკუდარი), ოსმალეთის ჯარის სარდალი (გენერალლეიტენანტი). მამამისი ჰიჯაზის გუბერნატორი იყო. დაამთავრა სამხ. სასწავლებელი და სამხ. აკადემია. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები. 1907 მიენიჭა გენ.მ. სამხ. წოდება. მონაწილეობდა ბალკანეთისა (1912–13) და პირველ მსოფლიო (1914–18) ომებში. იზეთ-ფაშას მთავრობაში ასრულებდა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას. 1920–22 იყო სამხ. მინისტრი.დაკრძალულია სტამბოლში, კარაჯაახმადის სასაფლაოზე. ლიტ.: ქასაბი მ., ოსმალეთის ქართველები, თურქულიდან თარგმნეს გ. გუნიავამ და ე. შექერჯიმ, სტამბოლი, 2012. რ. სურმანიძე.