თავდგირიძე მაჰმუდფაშა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდგირიძე მაჰმუდფაშა [1864, ჩურუქსუ (ქობულეთი), – 31. VII. 1931], ოსმალეთის ჯარის სარდალი (გენერალლეიტენანტი). დაამთავრა ქულელის სამხ. სასწავლებელი (სტამბოლი), მსახურობდა ოსმალეთის გენშტაბში. სარდლობდა დამასკოში (სირია) დისლოცირებულ მე5 ქვეით ბრიგადას. 1894 მის სახლში მოაწყვეს ქართვ. ლტოლვილთა თავშესაფარი. 1897 მონაწილეობდა ბერძნებთან ომში, იტალიაოსმალეთისა (1911–12) და ბალკანეთის (1912–13) ომებში, სადაც სარდლობდა მე2 და მე3 ქვეით ბრიგადებს. თმ 1909 ა. წერეთლის იუბილეს მოსაწყობად და ქართ. ბიბლიოთეკის დასაარსებლად შეწირულობა გაიღო. 1920, სტამბოლის დაპყრობის შემდეგ, დააპატიმრეს და მალტაში გადაასახლეს. დაკრძალულია სტამბოლში კარაჯაახმადის სასაფლაოზე. ლიტ.: კარბელაშვილი ა., ქართველები თურქეთის ცის ქვეშ, თბ., 1991; სვანიძე მ., ქართველები თურქეთში, თბ., 1996; ფუტკარაძე შ., სტამბოლის ქართული სავანე, თბ., 2012. რ. სურმანიძე.