თავდგირიძე მაჰმუდ-ფაშა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდგირიძე მაჰმუდ-ფაშა [1864, ჩურუქსუ (ქობულეთი), – 31. VII. 1931], ოსმალეთის ჯარის სარდალი (გენერალ-ლეიტენანტი). დაამთავრა ქულელის სამხ. სასწავლებელი (სტამბოლი), მსახურობდა ოსმალეთის გენშტაბში. სარდლობდა დამასკოში (სირია) დისლოცირებულ მე5 ქვეით ბრიგადას. 1894 მის სახლში მოაწყვეს ქართვ. ლტოლვილთა თავშესაფარი. 1897 მონაწილეობდა ბერძნებთან ომში, იტალია-ოსმალეთისა (1911–12) და ბალკანეთის (1912–13) ომებში, სადაც სარდლობდა მე-2 და მე-3 ქვეით ბრიგადებს. თმ 1909 ა. წერეთლის იუბილეს მოსაწყობად და ქართ. ბიბლიოთეკის დასაარსებლად შეწირულობა გაიღო. 1920, სტამბოლის დაპყრობის შემდეგ, დააპატიმრეს და მალტაში გადაასახლეს. დაკრძალულია სტამბოლში კარაჯა-ახმადის სასაფლაოზე. ლიტ.: კარბელაშვილი ა., ქართველები თურქეთის ცის ქვეშ, თბ., 1991; სვანიძე მ., ქართველები თურქეთში, თბ., 1996; ფუტკარაძე შ., სტამბოლის ქართული სავანე, თბ., 2012. რ. სურმანიძე.