თავდგირიძე მეჰმედ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდგირიძე მეჰმედ შაქირფაშა (1854, ლივანის რნი, – 1918), ოსმალეთის ჯარის მარშალი (მუშირი, 1905). მსახურობდა კოსოვოს სამხ. გუბერნატორად. იყო სულთან აბდულ ჰამიდ IIის პირადი მდივანი, ერთხანს გადასახლებაშიც იყო. 1918 იყო საზღვაო და სახმელეთო ჯარების სარდალი. გარდაიცვალა მოულოდნელად. დაკრძალულია სტამბოლში, ჩემბერლითაშის სასაფლაოზე. ლიტ.: კარბელაშვილი ა., ქართველები თურქეთის ცის ქვეშ, თბ., 1991. რ. სურმანიძე.