თავდგირიძე ოსმანფაშა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდგირიძე ოსმანფაშა (1837, ოზურგეთი, – 1909, სტამბოლი), იყო ქვემო აჭარის მმართველი XIX ს. შუა წლებში. ქობულეთის თავად თავდგირიძეთა პირდაპირი შთამომავალი (იხ. თავდგირიძეები), `აჭარელ ოსმანფაშად” წოდებული. ყირიმისა (1853–56) და რუსეთოსმალეთის (1877–78) ომების მონაწილე. ომის შემდეგ ტრაპიზონში გადასახლდა (1878). იყო ტრაპიზონის გუბერნატორი. მოგვიანებით სტამბოლში გადავიდა და იქვე გარდაიცვალა. ცოლად ჰყავდა ქართველი ქალი ნოქთა, რთანაც 5 ვაჟი და 1 ქალი შეეძინა. ლიტ.: ახვლედიანი ხ., ნარკვევი აჭარის ისტორიიდან, ბათ., 1944; ბაქრაძე დ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათ., 1987; ქასაბი მ., ოსმალეთის ქართველები, თურქულიდან თარგმნეს გ. გუნიავამ და ე. შექერჯიმ, სტამბოლი, 2012. რ. სურმანიძე.