თავდგირიძე ჰასანბეგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდგირიძე ჰასანბეგი (დაახლ. 1810, ოზურგეთი, – V. 1854, შეკვეთილი), ოსმალეთის ჯარის სარდალი, ქობულეთის კაზის მმართველი. მონაწილეობდა ყირიმის (1853–56) ომში. მჭიდრო კავშირი ჰქონდა გურულ ნათესავებთან, მათი დახმარებით ცდილობდა აჭარლების და გურულების მჭიდრო შეკავშირებას და ერთიანი ძალით რუსების განდევნას. დაიღუპა შეკვეთილთან (იხ. ნიგოითის ბრძოლა 1854) თანამოძმის ღალატის შედეგად. თს თავი მოჰკვეთეს და თბილისში მთავარმართებელს ჩაუტანეს. მასზე შეიქმნა ლექსი და სიმღერა `ჰასანბეგურა”. ლიტ.: სიხარულიძე ი., გლეხთა აჯანყება გურიაში, ბათ., 1955; სურმანიძე რ., ლაზეთის ლეგენდა, თბ., 2010. რ. სურმანიძე.