თავდიდიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდიდიანი, ისტორიული სოფელი ქვემო ქართლში, დმანისის ხეობაში, ბალიჭის ხევის მარცხ. მხარეს. სახელწოდება აზნაურ თავდიდიშვილებს უნდა უკავშირდებოდეს. XVII სში თ. სადედოფლო სოფელი იყო. 1792 თ. ფეოდალ ზურაბიშვილების მფლობელობაში იყო. გვიანდ. შუა საუკუნეების ადმ.ტერიტ. დაყოფით თ. ქართლის სამეფოს I, ანუ `მეწინავე” სადროშოს, შემადგენლობაში შედიოდა. ლიტ.: ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის I მეოთხედში, ნაწ. 3–4, თბ., 1938. ზ. ცინცაძე.