თავზიშვილი გიორგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავზიშვილი გიორგი იასონის ძე [24. III (6.IV). 1902, სოფ. ბაზალეთი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 5. X. 1963, თბილისი], პედაგოგი, ლიტერატურათმცოდნე. პროფესორი (1930), პედ. მეცნ. დოქტორი (1948), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1922 დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია და ჩაირიცხა თსუის სიბრძნისმეტყველების ფაკტზე, 1923 გადავიდა მოსკოვის პირველი სახელმწ. უნტის საზოგადოებრივ მეცნ. ფაკტის პედაგოგიკის განყბაზე. 1926 უნტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ აქტიურად თანამშრომლობდა დიდი საბჭ. და ლიტ. ენციკლოპედიების რედაქციებთან, ეწეოდა ლიტერატურათმცოდნეობით საქმიანობას. 1930 თ. საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო თსუის ბაზაზე შექმნილი პედ. ინტის დირექტორის მოადგილედ სამეცნ. დარგში, კითხულობდა ლექციებს პედ. თეორიასა და ისტორიაში. 1938–58 იყო თბილ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინტის პედაგოგიკის კათედრის გამგე, ამავე პერიოდში შეთავსებით მუშაობდა იმავე თანამდებობაზე ქუთაისის ა. წულუკიძის სახ. პედ. ინტში. გარდაცვალებამდე იყო თსუის პედ. კათედრის პროფესორი. თ. იკვლევდა პედ. მეთოდოლოგიურ საკითხებს, აღზრდის პრობლემებს, კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის საკითხებს. განსაკუთრებულია მისი წვლილი ქართ. პედ. აზროვნების ისტ. კვლევასა და ი. გოგებაშვილის პედ. მემკვიდრეობის შესწავლაში, აგრეთვე სარედაქტორო საქმიანობაში ი. გოგებაშვილის ერთტომეულისა და ათტომეულის გამოსაცემად; თმა შეისწავლა შოთა რუსთაველის, ს.ს. ორბელიანის, ს. დოდაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის პედ. იდეები და ლ. ბოცვაძის შემოქმედება. იგი თანაავტორი იყო 1956 გამოცემული პირველი პედ. სახელმძღვანელოსი, ა. ჩიქობავასთან ერთად იყო თანარედაქტორი ნ. ბოცვაძისა და ე. ბურჯანაძის სახელმძღვანელოებისა `დედა ენა” (ორ ნაწილად I კლასისათვის) და `ქართული ენა” (II კლასისათვის). დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პანთეონში. თხზ.: რჩეული პედაგოგიური თხზულებანი, ი. ბოცვაძის რედ., ტ. 1–2, თბ., 1974–77; უმაღლესი განათლების ისტორიისათვის საქართველოში, ნაკვ. 1, თბ., 1938; სახალხო განათლებისა და პედაგოგიური აზროვნების ისტორია საქართველოში (1801–1870 წწ.), თბ., 1948. ლიტ.: გაგუა ვ., სიხარულიძე გ., გიორგი თავზიშვილი, თბ., 1977; ქაჯაია ვ., წერილები, თბ., 1974