თავთუხი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავთუხი.jpg

თავთუხი, მაგარი ხორბლის ქართული ჯიშიპოპულაცია. სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარე. გავრცელებულია დაბლობ ზოლში ზ.დ. 600–800 -მდე. თავთავი მკვრივი და ფხიანია, მარცვალი – მსხვილი. ბოტან. და ეკოლ.ბიოლ. ნიშნებით განასხვავებენ ზემო და ქვემო ქართლის თებს. უფრო მეტი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს მის მოყვანას შიდა ქართლში, როგორც გვიანი თესვის ამტან და ზამთრისგან დაზიანებული ნათესების სადაზღვევო ჯიშს. თ. ძვირფასი სასელექციო მასალაა. გ. სიხარულიძე.