თავისუფალი ეკონომიკური ზონა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავისუფალი ეკონომიკური ზონა (თეზ), ქვეყნის სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორია, სადაც მოქმედებს შეღავათიანი საბაჟო, სავალუტო, სავაჭრო, საგადასახადო, სავიზო და შრომითი რეჟიმები. თეზების შექმნისა და ფუნქციონირების მიზანია ადგილ. და უცხ. კაპიტალის მოზიდვა, ექსპორტის გაფართოება, სავალუტო შემოსავლების ზრდა, ახ. ტექნოლოგიების გამოყენება, საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესება და სხვ. მათი რეალიზაცია ხელს უწყობს ეროვნ. ეკონ. განვითარებასა და ეფექტიან ფუნქციონირებას. თეზები იქმნება კონკრეტული ქვეყნის აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად – იმ ამოცანების გადასაწყვეტად, რთა განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუძლებელია. მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს თეზების შექმნისადმი ორი ძირითადი მიდგომა – ტერიტ. და ფუნქციური (რეჟიმული, წერტილოვანი). პირველ შემთხვევაში თეზი განცალკევებული ტერიტორიაა, სადაც ყველა რეზიდენტი საწარმო (ფირმა) დადგენილი შეღავათებით სარგებლობს. მეორე შემთხვევაში იგი სამეწარმეო საქმიანობის გარკვეული სახისთვის განსაზღვრული შეღავათიანი რეჟიმით ფუნქციონირებს, რიც გამოიყენება შესაბამისი საწარმოებისთვის (ფირმებისთვის), ქვეყანაში მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად. მსოფლიოში უამრავი სახეობისა და მოდიფიკაციის თეზ შექმნილი, მაგრამ მათი ერთიანი კლასიფიკაცია არ არსებობს. საქმიანობის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ შემდეგი ტიპის ეკონომიკურ ზონებს: თავისუფალი ვაჭრობის ზონა; საექსპორტო წარმოების ზონა; თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; თავისუფალი ტურისტული ზონა; ტექნოპარკი; ოფშორული ზონა და სხვ. საექსპორტო წარმოების ზონა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილია, სადაც დადგენილია სამეწარმეო საქმიანობის განსაკუთრებული რეჟიმი, ხოლო აქ წარმოებული საქონლის ექსპორტი მთლიანად ან ნაწილობრივაა გათავისუფლებული ბაჟისაგან. აღნიშნული ზონა, ჩვეულებრივ, გამოიყენება სახელმწ. მიერ ექსპორტის სტიმულირების მიზნით. იგი ხელს უწყობს ქვეყანაში ტრანსნაციონალური კორპორაციების მოზიდვასა და წარმოებაში მათი კაპიტალის დაბანდებას. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის თეზის ნაირსახეობა, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები. თავისუფალი ტურისტული ზონა იქმნება ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ტურისტული რესურსების მქონე რეგიონში ტურისტული საქმიანობისათვის განსაკუთრებული (შეღავათიანი) რეჟიმის დაწესების საფუძველზე. ტექნოპარკი არის კომპაქტურ ტერიტორიაზე კონცენტრირებული სამეცნ.კვლ. და საპროექტო დაწესებულებების, ლაბორატორიებისა და სამრეწვ.საწარმოო ფირმების ქსელი, რიც, როგორც წესი, სახელმწ. მხარდაჭერით სარგებლობს და სამეცნ.კვლ. საქმიანობისა და მეცნიერებატევადი წარმოებების ურთიერთშეხამებას უზრუნველყოფს. ეს პარკები იქმნება უნივერსიტეტებისა და სხვა სასწ. და სამეცნ. დაწესებულებების ბაზაზე ან სამრეწვ.საწარმოო ზონების კონვერსიის გზით. საქართველოს თეზის ფუნქციონირების ისტ. გამოცდილება აქვს. ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის მთავრობათა ეკონ. ზეწოლით რუსეთმა 1878 წ. 29 ოქტომბერს ბათუმი პორტოფრანკოდ (იტალ. `პორტოფრანკო” თავისუფალ ნავსადგურს ნიშნავს) გამოაცხადა. თავდაპირველად პორტოფრანკოს ტერიტორია ბათუმში ნავსადგურსა და მის ახლომდებარე ტერიტორიას მოიცავდა, შემდგომ კი იგი გაფართოვდა და ქალაქის ფარგლებს გასცდა. 1884 ბათუმის თავისუფალი სავაჭრო ზონა 900 დესეტინას (9,81 კმ  2) შეადგენდა. 1883 ბათუმი რკინიგზით ბაქოს დაუკავშირდა და ნავთობპროდუქტების გასაღების ძირითადი პუნქტი გახდა. პორტოფრანკოს სტატუსმა დადებითად იმოქმედა ქალაქის ინფრასტრუქტურისა და მრეწვ. განვითარებაზე: აშენდა ქნები, ფკები; გაიხსნა ბანკები, სავაჭრო და კულტ. დაწესებულებები. XIX–XX სს. მიჯნაზე ბათუმში 350–380 სამრეწველო და 1000ზე მეტი სავაჭრო ობიექტი აღირიცხებოდა. 1886–89 გაიხსნა 5 მსხვილი ბანკი, რებიც საბანკო ოპერაციებს საერთაშ. მასშტაბით აწარმოებდნენ. პორტოფრანკოს პირობებში ბათუმი ძირითადად საიმპორტოსატრანზიტო ვაჭრობის ზონა იყო. თეზები მსოფლიო ეკონომიკაში ქვეყნის ინტეგრირების მნიშვნელოვანი საშუალებაა. საქართველოში მათი შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აბრეშუმის დიდი გზის აღდგენისა და ტრასეკას პროექტის რეალიზაციის პირობებში (იხ. სტ. ევროპა–კავკასია–აზიის სატრანსპორტო დერეფანი). საქართველოში თეზების შექმნის მიმართულებით მიღებულია შემდეგი დოკუმენტები: სახელმწ. მეთაურის 1994 წ. 15 აგვისტოს #170 განკარგულება `რუსთავის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნისა და ფუნქციონირების ერთიანი კონცეფციის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ”; სახელმწ. მეთაურის 1994 წ. 17 დეკემბრის #393 ბრძანებულება `ქ. ფოთის მერიისათვის დამატებით უფლებამოსილებათა მინიჭების შესახებ” (ამ დადგენილებით ქ. ფოთი ექსპერიმენტის სახით ოფშორულ ზონად გამოცხადდა); მინისტრთა კაბინეტის 1994 წ. 26 დეკემბრის #886 დადგენილება `ქ. ბათუმში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ” (ამ დადგენილებით თავისუფალ ეკონ. ზონად გამოცხადდა ორი ნავმისადგომი და მდ. ჭოროხის დელტა). გარდა ამისა, საქართვ. პარლამენტის მიერ 2002–03 შემუშავდა კანონპროექტი `სპეციალური ეკონომიკური ზონების შესახებ”, რიც არ დამტკიცებულა. `თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ” საქართვ. კანონი, მიღებულია 1997. მისი შექმნა შეიძლება ნებისმიერ ტერიტორიაზე, რის ფართობი აღემატება 10 ჰა, გარდა საქართვ. კანონმდებლობით განსაზღვრული დაცული ტერიტორიებისა. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიძლება შეიქმნას: ა) საქართვ. მთავრობის ინიციატივით; ბ) ფიზ. ან იურიდ. პირის – ორგანიზატორის მოთხოვნით. საქართველოში გათვალისწინებულია 5 თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა: 1 – ფოთში, 2 – ქუთაისში, 1 – თბილისში და 1 – ბათუმში. თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად მიღებულია საქართვ. მთავრობის შემდეგი დადგენილებები: 2008 წ. 3 ივნისის #131 დადგენილება `თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ”; 2011 წ. 5 იანვრის #11 დადგენილება `თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”. 2009 სამთავრობო დადგენილებით შეიქმნა ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რიც მდებარეობს ქუთაისის ყოფ. საავტომობილო ქნის ტერიტორიაზე და მოიცავს 27 ჰა ფართობს. მისი შექმნის ინიციატორია ტერიტორიის მეპატრონე, შპს `ჯორჯიან ინტერნეშენელ ჰოლდინგი” (Georgian International Holding), რიც ამავდროულად არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორიც. ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ფუნქციონირებს კომპანია შპს `ფრეშჯორჯია” [Fresh-Georgia Ltd; ეგვიპტური `ფრეშ ელექტრიკ კომპანის” ­(Fresh Electric Company) შვილობილი კომპანია], რიც აწარმოებს მაღალი ხარისხის საოჯახო ტექნიკას, მ. შ. გაზქურებს, წყლის გამაცხელებლებსა და სარეცხ მანქანებს. `ფრეშჯორჯია” ამჟამად ექსპლუატაციას უწევს სამ ქარხანას. ქ. ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე შეიქმნა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. მისი გახსნის ოფიც. ცერემონია გაიმართა 2008 წ. 15 აპრილს, ხოლო ფაქტობრივად 2010 წ. 16 ნოემბრიდან ამოქმედდა. ამ ზონის ორგანიზატორის (ადმინისტრატორის) უფლებამოსილებას ახორციელებს შპს `რაკია საქართველო – თავისუფალი ინდუსტრიული ზონა” (Rakia Georgia Free Industrial Zone), რ-საც ეს ზონა კონცესიის საფუძველზე 99 წლის მართვის უფლებით აქვს გადაცემული. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოიცავს 3 მლნ. მ 2ზე მეტ ფართობს. მისი უდიდესი ნაწილი სამრეწვ. დანიშნულებით უნდა იქნეს გამოყენებული. ზონაში რეგისტრირებულია 90მდე კომპანია, რთა უმრავლესობა უცხოურია. მათგან საქმიანობას მხოლოდ ზოგიერთი ახორციელებს. მათ შორისაა, მაგ., მსუბუქი მეტალოკონსტრუქციის დამამზადებელი კომპანია `სტალდომი” ­(Staldom), შვეიცარიული ქიმ. გიგანტი `თეინბექს მინერალი” ­(Teinbeks Mineral), ქათმის პროდუქციის მწარმოებელი ამერ. კომპანია `პერდიუ” (Pერდიუ), ამერ. სავაჭრო კომპანია `ბულსაი ტრეიდინგი” (Bულსაი თრადინგ), ბრინჯის დამფასოებელი ყაზახურუკრაინული კომპანია `გრეინ ტრეიდი” (Grain Trade) და სხვ. საქართვ. ეკონ. პოლიტიკით ტურიზმი მიჩნეულია პრიორიტეტულ მიმართულებად და, შესაბამისად, მასზე დაწესებულია გარკვეული საგადასახადო შეღავათები. ამის ერთერთი გამოხატულებაა თავისუფალი ზონების შექმნა ტურიზმის სფეროში. ქ. ქობულეთში თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის მიზნით 2010 მიღებულია საქართვ. კანონი `ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის” შესახებ, ხოლო 2011 საქართვ. კანონი `თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ”, რებიც ვრცელდება ქობულეთის, ანაკლიის, განმუხურისა და საქართვ. სხვა ტერიტორიებზე არსებულ თავისუფალ ტურისტულ ზონებზე. ლ. ყორღანაშვილი.