თავისუფლებით შეწირული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავისუფლებით შეწირული, წინასწარ ყოველგვარი (სახელმწიფო, საბატონო, სამოხელეო და ა. შ.) გადასახადებისაგან გათავისუფლებული გლეხი, რსაც საკუთარი ბატონი ეკლესიას სწირავდა. ამ აქტით შემწირველი ცოდვათა მოსანანიებლად იმქვეყნიური ცხოვრებისაკენ იმსუბუქებდა გზას. ქრონოლოგიურად, თ. შ. XI–XIII სს. დოკუმენტებშია დადასტურებული. თ. შ. შეიძლებოდა ყოფილიყო ერთი პირი ან მთელი სოფელი. შეწირულის მოვალეობებს განსაზღვრავდა შემწირველი. თ. შის მდგომარეობა მებეგრე გლეხისაგან განსხვავებით უფრო მსუბუქი იყო (წყაროს კაზმვა, მეწისქვილე, ცვილის, ზეთის, ღვინის მიტანა ეკლესიაში). ძირითადი მოვალეობა კი იყო მდიდრული აღაპი შემწირველის `სულის საოხად”. თ. შ-ის ვალდებულებამოვალეობანი ეკლესიისადმი წერილობით არ ფორმდებოდა, ამიტომ იყო თ. შ-ის მდგრადობის დამძიმების შემთხვევები, ზოგჯერ შემწირველი თ. შს `უსამართლო ბეგარას” ადებდა, რასაც ეკლესია აპროტესტებდა. ლიტ.: ბერძნიშვილი მ., გლეხთა კატეგორიები XI–XIII სს-ში, «ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინტის შრომები», 1960, ტ. 5, ნაკვ. 1. დ. მეგრელაძე.