თავისუფლების მოედანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავისუფლების მოედანი.jpg

თავისუფლების მოედანი, ქ. თბილისის მთავარი მოედანი და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი. მდებარეობს მთაწმინდის რნში, შოთა რუსთაველის გამზირსა და გ. ლეონიძის, გ. ტაბიძის, შ. დადიანის, კ. აფხაზისა და ა. პუშკინის ქუჩებს შორის. მოედანი წაგრძელებულია, ტრაპეციის ფორმა აქვს (ფართობი თანამედროვე საზღვრებში დაახლ. 110 × 140 ). მოედნის მთ. ღერძზე გამოდის საკრებულოს (ყოფ. მერიის) შენობა საათიანი კოშკით, რის აღმ. მხარეს განლაგებულია საოფისე შენობები, დას. მხარეს – სასტუმრო `ქორთიარდ მარიოტი” და ყოფ. კავკ. კორპუსის შტაბის შენობა. თავისი არსებობის განმავლობაში მოედნის სახელი მრავალჯერ შეიცვალა: 1827 რუს. ჯარის მიერ ერევნის აღების აღსანიშნავად ჯარის სარდალს – გენ. ი. პასკევიჩს – უბოძეს ერევნის გრაფის წოდება, ხოლო მოედანს თბილისში პასკევიჩერივანსკის მოედანი დაარქვეს, შემდგომში სახელწოდება შეამოკლეს და მოედანს შერჩა ერევანსკის სახელი; 1918–21 წლებში, საქართვ. დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში, თავისუფლების მოედანი ეწოდა; 1921, როდესაც თბილისი ამიერკავკ. ფედერაციის (შედიოდნენ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) დედაქალაქი გახდა, მოედანს დაერქვა ზაკფედერაციის (ამიერკავკასიის ფედერაციის) მოედანი (1921–40); შემდეგ იგი ლ. ბერიასა (1940–53) და ვ. ლენინის (1953–90) სახელობისა გახდა, 1990 მოედანს კვლავ თ. მ. ეწოდა. XIX სმდე მოედნის ტერიტ. მოქცეული იყო [[გარეთუბანში]], ქალაქის საზღვრებს გარეთ და ეკვროდა ქალაქის კედელს ახლანდ. პუშკინის ქუჩის მხრიდან. XVII ს. ბოლოს ახლანდ. საქართვ. ეროვნ. მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმის ადგილას იდგა ქარვასლა, რიც 1724 დაანგრიეს თურქებმა (პ. იოსელიანი). XVII–XVIII სსში კოჯრის კარის მახლობლად, მისგან დასით, დაახლოებით ახლანდ. საკრებულოს შენობის ადგილას იდგა `ბეჟანას ქარვასლა” (თბილ. 1735 გეგმა, # 37). ა. პიშჩევიჩის მიერ შედგენილ თბილ. 1785 გეგმის მიხედვით, მოედნის მიმდებარე ტერიტორია ეკავა მეფის ოჯახის წევრთა ბაღებს. მოედნის მიჯნები განისაზღვრა 1809 გარეთუბნის დაგეგმარების დროს (პოლკ. ბანოვის გეგმა). 1824 მოედანზე საძირკველი ჩაეყარა კავკ. კორპუსის შტაბის შენობას. 1835 შაქრის მსხვილმა მეწარმემ ი. ზუბალაშვილმა ააგო სასტუმრო სახლი (არქიტ. ბერნარდაცი, ახლანდ. შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმი), სადაც თბილისში ჩამოსული რუსეთის იმპ. ნიკოლოზ Iის პატივსაცემად 1837 წ. 24 ოქტომბერს (ძვ. სტ.) მოეწყო დიდი მეჯლისი. 1838 შენობა შეისყიდა საეკლ. უწყებამ (გაიხსნა სას. სემინარია). გალავნის გასწვრივ ერთ და ორსართულიანი სახლები აშენდა. ერთ ასეთ სახლში, რიც ყოფილი მეგობრობის მუზეუმის ადგილას იდგა (ახლანდ. ა. პუშკინის ქ. 5), 1829 ა. პუშკინი ცხოვრობდა. ეს სახლები XIX ს. II ნახში სხვა ნაგებობებმა შეცვალა. 1849–51 აიგო ქალაქის პოლიციის ორსართულიანი შენობა ჯ. სკუდიერის პროექტით, რსაც 1882–86 ჩაუტარდა რეკონსტრუქცია (არქიტექტორები: ა. ოზეროვი, პ. შტერნი) ე. წ. `ფსევდომავრიტანული სტილით”. 1884 დააყენეს საათი. 1910 მარჯვენა ფრთას (გ. ტაბიძის ქუჩიდან), ხოლო 1912 კი მარცხ. ფრთას (შ. დადიანის ქუჩიდან) მიაშენეს მესამე სართული (ახლანდ. საკრებულოს შენობა). XIX ს. 40იან წლებში ამოივსო და გადაიხურა მოედანზე გამავალი ავანაანთხევი, გაიყვანეს წყლის მილსადენები. 1847–51 არქიტ. ჯ. სკუდიერის პროექტით მოედანზე აიგო თეატრი. ეს ნაგებობა თბილისელი ვაჭრის გაბრიელ თამამშევის ხარჯზე აშენდა და იგი ქარვასლასაც შეიცავდა. მისი აგების შემდეგ მოედნის ნაწილს თეატრის მოედანსაც უწოდებდნენ (იგი მდებარეობდა სათეატრო ანუ ქარვასლისა და კორპუსის შტაბის შენობებს შორის). შენობის ფასადების დამუშავებისას არქიტექტორმა გამოიყენა ქ. ვიჩენცის პალადიოსეული ბაზილიკის ხუროთმოძღვრული მოტივები. გ. გაგარინის ესკიზებით დამუშავებული დარბაზი და ფოიეები თავიანთი ხასიათით `აღმოსავლური სტილისა” იყო. თავის დროზე თეატრი საყოველთაო აღფრთოვანებას იწვევდა. `იგი ჰგავს სხვადასხვაგვარი მინანქრებით მორთულ უზარმაზარ სამაჯურს…” – წერდა 1851 რუსი ლიტერატორი, გრაფი ვ. სოლოგუბი. ა. დიუმა (მამა), რიც თეატრს 1859 ეწვია, აღნიშნავდა: `ეს დარბაზი ფერიათა სასახლეს ჰგავს… მე უყოყმანოდ შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის დარბაზი ერთი ყველაზე მომხიბვლელი სათეატრო დარბაზთაგანია იმათ შორის, რომელიც მე მინახავს”. თეატრი დაიწვა 1874 წ. 11 ოქტომბერს (ძვ. სტ.), როდესაც მიდიოდა ბელინის ოპერა `ნორმა”. შემდგომში შენობა აღადგინეს თეატრის გარეშე, მხოლოდ როგორც ქარვასლა, რიც 1934, მოედნის რეკონსტრუქციის დროს, აიღეს. მოედანზე იმართებოდა საკვირაო ბაზრობებიც. ძირითადად ვაჭრობდნენ თივით და შეშით. 1884 ბაზრობა გადაიტანეს ვერის დაღმართზე, ხოლო ამ ადგილას 1885 გააშენეს ბაღი (ახლანდ. პუშკინის სკვერი). 1892 დაიდგა ა. პუშკინის ბიუსტი (მოქანდაკე ფ. ხოდოროვიჩი). აქვე იყო ეტლების ერთერთი ბირჟაც. მოედნის დასით, კავკ. კორპუსის შტაბის გვერდით (მარცხ. მხარეს), 1858 აშენდა სასტუმრო `კავკაზი”, რსაც 1876 დააშენეს მესამე სართული. იგი თბილ. ერთერთ ყველაზე კომფორტულ სასტუმროდ ითვლებოდა (ინჟ. ი. ალექსეევი). მეორე სასტუმრო `ინტერნაციონალი” იდგა სოლოლაკის (ახლანდ. გ. ლეონიძის) ქუჩისა და მოედნის კუთხეში. დანგრეული ქარვასლის (ყოფ. თამამშევის ქარვასლა) ადგილას აღლუმებისა და დემონსტრაციების ჩასატარებლად აშენდა ტრიბუნები (დემონტაჟი მოხდა 1938), რებიც შემდეგისათვის ჩაფიქრებული იყო ვ. ლენინის ძეგლის კვარცხლბეკის ნაწილად. ახ. ტრიბუნები აშენდა საკრებულოს შენობის პირდაპირ, სკვერთან. XX ს. 50იან წლებში ეს ტრიბუნებიც მოშალეს. ამავე პერიოდში მოედნის ქვეშ გაკეთდა ქალაქში პირველი მიწისქვეშა გადასასვლელი, რიც მოგვიანებით გაფართოვდა. 1956 გაიხსნა ვ. ლენინის 18,5 მიანი ძეგლი (მოქანდაკე ვ. თოფურიძე). 1990 იგი აიღეს. მისი ადგილი მოგვიანებით შადრევანმა დაიკავა. 1991–92 თბილისის ომის დროს მოედანზე რამდენიმე შენობა (საკრებულოდან ყოფ. კავკასიის კორპუსის შტაბამდე) დაინგრა. მათ ადგილას აიგო სასტუმრო `ქორთიარდ მარიოტი” (2002); გადაკეთდა შენობა გ. ტაბიძისა და გ. ლეონიძის ქუჩების კუთხეში, სადაც ამჟამად განთავსებულია ბანკი `რესპუბლიკა”. 2006 მოედნის ცენტრში, შადრევნის ადგილას, დაიდგა წმ. გიორგის მოოქრული 44 იანი ქანდაკება (მოქანდაკე ზ. წერეთელი). 2012 რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საკრებულოს აღმ. მხარეს განლაგებულ შენობებს (ყოფ. საქალაქო საკრედიტო საზბის სამსართულიანი შენობა, ყოფ. თბილ. `პასაჟი” და ძვ. საცხოვრ. სახლები), რთა პირველ სართულზე სხვადასხვა სავაჭრო დაწესებულება იყო განთავსებული.