თავკვერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავკვერი.jpg

თავკვერი, წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ადგილობრივი ჯიში. სახელი დაერქვა მარცვლის ფუძის მობრტყოკვერისთავისებური ფორმის გამო. გავრცელებულია ქართლში. უხვმოსავლიანი ჯიშია. შაქრიანობა 19–21%ს შეადგენს, საერთო მჟავიანობა – 7–9 გ/ლს. იყენებენ სუფრის წითელი და ვარდისფერი ღვინის დასამზადებლად. აზერბაიჯანსა და შუა აზიის ქვეყნებში მისგან ამზადებენ შემაგრებულ და სადესერტო ღვინოებს. ვ. გოცირიძე