თავკომბალა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავკომბალა.jpg

თავკომბალა (Echinops) მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახია. აქვს ერთი ან რამდენიმე დატოტვილი ღერო, ფრთისებრ დაყოფილი ეკლიანი ფოთლები. მილისებრი, ცისფერი ყვავილები (მარტოულყვავილიანი კალათები) შეკრებილია დიდ სფეროსებრ თავაკებად. გვარი აერთიანებს 120-ზე მეტ სახეობას, რებიც გავრცელებულია ევრაზიასა და ტროპ. აფრიკაში. საქართველოში იზრდება 9 სახეობა. მათგან E. sphaerocephalus სამკურნალო, თაფლოვანი და ზეთოვანი მცენარეა. იზრდება მთის შუა სარტყლის ბუჩქნარებსა და მშრალ ფერდობებზე. ნაყოფი შეიცავს ქილონილის ჯგუფის ალკალოიდებს, ძირითადად – ექინოფსინს. მედიცინაში ექინოფსინის ნიტრატს კუნთების ატროფიის და პერიფერიული დამბლის დროს იყენებენ. იგი აღაგზნებს ცენტრ. ნერვულ სისტემას. ლ. ერისთავი.