თავლა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავლა, საკარმიდამოში სამეურნეო ტიპის ნაგებობა, რომელიც ძირითადად ასოცირდება ცხენის, ვირის, ჯორის სამწყვდევთან. ცალკე ნაგებობის სახით თავადაზნაურთა და შეძლებულ გლეხთა ფენას გააჩნდა. ასევე გამოიყენებოდა თივისა და სხვადასხვა სამეურნეო იარაღების შესანახად. გომთან და ბოსელთან შედარებით, თავლა უფრო სუფთად დაცულ სადგომს წარმოადგენდა.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თავლა&oldid=7444-დან“