თავნასყიდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავნასყიდი, გლეხთა კატეგორია შუა საუკუნეების საქართველოში. თავნასყიდობა ქვეყნის ეკონ. დაკნინების შედეგად გაჩენილი მოვლენა და `ნებით” ყმობის ყველაზე მძიმე პირობათაგანი იყო. თ. იყო ეკონ. დაბეჩავებული პირი, რსაც შეძლებული გამოიხსნიდა უკიდურესი გაჭირვებისაგან – ტყვეობიდან (ლეკის ან თათრის), დიდი ვალისაგან, სისხლის სამართლის დანაშაულისაგან (როდესაც დამნაშავეს არ შეეძლო `სისხლის ფასის გადახდა”); ზოგჯერ თ. პირადი ანგარიშსწორების მიზეზითაც ხდებოდა. თავნასყიდობა წერილობით ფორმდებოდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ახ. პატრონის გაჩენა საკუთარი `ნებაწადილით” ხდებოდა და თავნასყიდობა არ იყო სამემკვიდრეო მოვლენა. დროთა ვითარებაში თის მდგომარეობა შეიძლებოდა შეცვლილიყო. თის ფუნქციები სხვადასხვა იყო, ძირითადი – ფიზ. დატვირთვა – რაც მას მონის მდგომარეობასთან ათანაბრებდა (საბა: მონა – `ნასყიდი ბიჭი”). თ. ფეოდ. საზბაში ყველაზე დაბალ სოც. ფენაზე – `ნასყიდზე” უფრო დაკნინებული კატეგორია იყო. ლიტ.: მეგრელაძე დ., გლეხობის კლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XVII–XVIII სს.), თბ., 1979. დ. მეგრელაძე.