თავსაბურავი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავსაბურავი, ჩაცმულობის ერთერთი კომპონენტი, ქალისა და მამაკაცის თავზე მოსახვევი ან დასახურავი. უძველესი დროიდანვე ადამიანის სოც. მდგომარეობის მაჩვენებელი იყო (ცნობილია ტომთა ბელადების, ქურუმთა და სხვათა თავსაბურავები და თავსამკაულები). თის ფორმას განსაზღვრავდა გეოგრ. გარემო, სამეურნეოეკონ. პირობები და ეთნ. ერთეულთა კულტ.ისტ. ტრადიციები. დროთა განმავლობაში შემუშავდა თის განსხვავებული ტიპები: სამუშაო, საუქმო, საქორწილო, სამგლოვიარო, სამეფო, სამხედრო, სასულიერო, საკარისკაცო და სხვ. ძვ. ქართ. წერილობით წყაროებში თის მნიშვნელობით გვხვდება ტერმინები: `საბურავი”, `სარქმელი”, `ქუდი” და სხვ. სხვადასხვა ისტ. ხანაში თის ფორმაც იცვლებოდა; იყო ქალის – `კუბასტი”, `მანდილი”, `ლეჩაქი” და სხვ.; სამეფო და საქორწილო – `გვირგვინი”; სასულიერო – `კუნკული”, `მიტრა”, `ჩაჩი”; საომარი – `ჩაფხუტი”, `ჩაჩქანი”, `მუზარადი”, `ზუჩი” და სხვ. XI სიდან თის აღსანიშნავად ფართოდ გავრცელდა ტერმინი `ქუდი”. იმ დროს ქუდს, მამაკაცების გარდა, ქალებიც ატარებდნენ (უმთავრესად ცხენით მგზავრობის დროს). ქუდი ცალკეული კუთხეების მიხედვითაც განსხვავებული ყოფილა. ფეოდ. ხანის საქართველოში ქუდის მრავალი სახეობაა ცნობილი, მ. შ. ბეწვისა და ნაბდისა. წყაროებში ნახსენებია ტყავბეწვისაგან შეკერილი `საჩეხიანი” (კიდეებიანი) და `აფროსანი” (აკეცილკიდეებიანი) ქუდები: `თალფაქი” (საბას მიხედვით, `ქართული ქუდი”), `გრძელბეწოსანი”, `ყარყუმის ქუდი”, `კვერნის ქუდი”, `ვეფხის ტყავისა” და სხვ. XIX სში თავადაზნაურები, თბილისელი მოქალაქეები და ყარაჩოხელები კრაველის მაღალ ქუდებს ატარებდნენ. საქართვ. ეთნოგრ. ყოფაში შემონახულია ქალისა და მამაკაცის მრავალფეროვანი თ. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ქალის რთული თ. კომპლექსი `თავხურა”, რიც ქართვ. ქალის ეროვნ. ჩაცმულობის – ქართ. კაბის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენდა და თითქმის მთელს საქართველოში იყო გავრცელებული. ამ კომპლექსში შედიოდა ჩიხტიკოპი, თავსაკრავი, ლეჩაქი, ბაღდადი, შუბლის ქინძისთავები და სხვ. ქალის ამ საერთო ქართ. თთან ერთად შემონახულია ადგილ. თები: ფშაური – ჩიქილა, ხელსახოცი, თავჩითა; ხევსურული – სათაურა და მანდილი; თუშური – კუჭურა, შუბლსაკრავი, კოპენა, ჩიქილა, თავსაკონი; აჭარული – თეფელუღი და სხვ. მამაკაცის თიდან გვხვდება თუშური, იმერული, რაჭული, სვანური და სხვ. ნაბდის, კრაველისა და ტყავბეწვის ქუდები, თივთიკის ყაბალახები და სხვ. კაპიტალიზმის განვითარებამ არსებითად შეცვალა ტრად. ქართ. ჩაცმულობა. ამჟამად მამაკაცის ტრად. თებიდან შემონახულია თუშური და სვანური ნაბდის ქუდები. ტრად. თის ელემენტებს კი უმთავრესად დღესასწაულებზე იყენებენ. ლიტ.: ბეზარაშვილი ც., ქალის სამოსელი აღმ. საქართველოს მთიანეთში, თბ., 1974; გვათუა ნ., ჩაცმულობის ისტორიიდან. ქალის ქართული ჩაცმულობა XIX ს. და XX ს. დასაწყისი, თბ., 1967; მოლოდინი ლ., ჩაჩაშვილი გ., ქართული კოსტიუმის კატალოგი. I – ხევსურეთი, თბ., 1964; ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ნაკვ. 3–4, თბ., 1962. ლ. მოლოდინი.