თავსახნისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავსახნისი, მთა ხულოს მუნიციპალიტეტში, შერთულის ქედზე (არსიანის ქედის ჩრდ.დას. შტოქედი), მდ. ჩირუხისწყლის (აჭარისწყლის მარცხ. შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე 2597 . აგებულია ნეოგენური ვულკანოგენური ქანებით (გოდერძის წყება). თის სამხრ. და აღმ. კალთები დამრეცია, დანარჩენი – ციცაბო. დაფარულია სუბალპ. ბალახეულით. დ. უკლება.