თავსისხლა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავსისხლა.jpg

თავსისხლა ­(Sanguisorba), მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 17-დე სახეობას, რებიც გავრცელებულია უმთავრესად ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში, კერძოდ, აჭარაში, ქართლსა და ჯავახეთში მარტო ერთი სახეობაა – სამკურნალო თ. (S.officinalis), იგი მრავალწლოვანი ბალახია, მაღალი ღერო და მუქი წითელი ყვავილედი აქვს (სახელიც აქედან შეერქვა). იზრდება მდელოებზე, მდელოველობებზე, ბუჩქნარებში, ტყისპირებზე, ჭაობებისა და მდინარეთა ნაპირების ბალახოვან დაჯგუფებებში, ფესურები და ფესვები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთს, სახამებელს, საღებავ ნივთიერებებს. მათ ნახარშსა და ექსტრაქტს ხმარობენ შემკვრელ და სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებად. იყენებენ დეკორ. მებაღეობაშიც. მ. გურგენიძე.