თავშესაფრის უფლება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავშესაფრის უფლება, პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობისათვის საკუთარ ქვეყანაში დევნილი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უფლება, თავი შეაფაროს სხვა სახელმწიფოს და არ იქნეს დაბრუნებული თავისსავე სახელმწიფოში ან სხვა სახელმწიფოში, რიც მას დევნის. საერთაშ. სამართალში თ. უ. გულისხმობს აგრეთვე სახელმწ. უფლებას, პოლიტ. თავშესაფარი მისცეს უცხოელს, რსაც დევნიან საკუთარ სახელმწიფოში. ეს საკითხი განმტკიცებულია საერთაშ. ორგანიზაციების შეთანხმებებით და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აქტებით (1948, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; 1967, `დეკლარაცია ტერიტორიული თავშესაფრის შესახებ”). არ შეიძლება თავშესაფარი მიეცეთ: ა) სამხ. დამნაშავეებს ან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ჩამდენთ და ბ) სისხლის სამართ. დამნაშავეებს. სახელმწიფო, რიც ამა თუ იმ პირს პოლიტ. თავშესაფარს აძლევს, მოვალეა, შეუქმნას მას უსაფრთხო ცხოვრების პირობები და არ გადასცეს იგი იმ სახელმწიფოს, რშიც შეიძლება მის მიმართ პოლიტ. დევნა განხორციელდეს. საერთაშ. სამართალში ტერიტორიული თ. უის გარდა არსებობს დიპლომატიური თ. უ., რიც გულისხმობს ამა თუ იმ პირისათვის თავშესაფრის მიცემას დიპლ. წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, სამხ.საზღვაო ან საჰაერო ხომალდზე, სამხ. ბაზის ტერიტორიაზე. თავშესაფრის მიცემის საკითხს ყოველი სახელმწ. დამოუკიდებლად წყვეტს. იგი კონსტიტუციური პრინციპია (საქართვ. კონსტ. მ.47; მ.73, ქვეპუნქტი `ნ”; საქართვ. კანონი `უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ”. მ. 46). საქართველოში თავშესაფრის მიცემის საკითხს წყვეტს საქართვ. პრეზიდენტი.