თავჭედილა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავჭედილა.jpg

თავჭედილა (Amanita pantherina), ქუდიანი სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა. ქუდი 10 სმმდე დიამეტრისაა, თავდაპირველად ამობურცულია, შემდეგ კი გაშლილი, მურა, მოყვითალომურა ან მოყვითალომომწვანოჭუჭყისფერი. ზედაპირზე კონცენტრულად განლაგებული თეთრი მეჭეჭები აყრია, ლურსმნებით მოჭედილს წააგავს და ქართ. სახელიც აქედან აქვს მიღებული. ქუდის ქვედა მხარეს თეთრი ფირფიტებია. ფეხი თეთრია, საყელოიანი, ძირში ბოლქვისებრი, რზედაც კონცენტრულად განლაგებული რგოლებია განვითარებული; იზრდება ნიადაგზე როგორც წიწვოვან, ისე ფოთლოვან ტყეში ზაფხულშემოდგომით. ძლიერ შხამიანია, შეიცავს შხამიან ნივთიერებას მუსკარინს. მისგან მოწამვლა მჟღავნდება 0,5–2 სთ შემდეგ და იწვევს ცენტრ. ნერვული სისტემის მოშლას, ძლიერ გულისრევასა და ღებინებას, თავბრუს ხვევას, გონების დაკარგვას, ჰალუცინაციებს და სხვ. ი. ნახუცრიშვილი.