თავხელიძე ალბერტ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა თავხელიძე.png

თავხელიძე ალბერტ ნიკიფორეს ძე (16. XII. 1930, თბილისი, – 27. II. 2010, მოსკოვი), ფიზიკოსი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (1974; წ.კორ. 1967), და პრეზიდენტი (1986–2005), რუს. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1990; წ.კორ. 1984), ხელოვნ. და მეცნ. მსოფლიო აკად. (1993) და აშშ მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1996). ფიზიკამათ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1963). დაამთავრა თსუის ფიზ. ფაკტი (1953). 1956–70 მუშაობდა ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებულ ინტში (დუბნა, მოსკ. ოლქი) განყბის უფროსად, თეორ. ფიზ. ლაბორატორიის დირექტორის მოადგილედ, პარალელურად 1964–70 – მაღალი ენერგიების ფიზ. ინტში (პროტვინო, მოსკ. ოლქი) თეორ. ფიზ. სექტორის ხელმძღვანელად; 1966–71 – უკრაინის მეცნ. აკად. ნ. ბოგოლიუბოვის სახ. თეორიული ფიზ. ინტში ელემენტარული ნაწილაკების თეორიის განყბის გამგედ (კიევი; არის ამ ინტის ერთერთი დამაარსებელი, 1966); მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნტის პროფესორი (1970–86); რუს. მეცნ. აკად. ბირთვულ გამოკვლევათა ინტის ერთერთი დამაარსებელი (მოსკოვი, 1970) და პირველი დირექტორი (1970–86), საქართვ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინტის თეორიული ფიზ. განყბის გამგე დაარსების დღიდან (1971); 1987იდან – თსუის პროფესორი; თსუის ელემენტარული ნაწილაკების ფიზ. კათედრის გამგე (1987–95), თსუის მაღალი ენერგიების ფიზ. ინტის დირექტორი (1995–2004); 2004იდან – ამ ინტის მთავარი მეცნ. თანამშრომელი. რუს. მეცნ. აკად. ჟურნალის `თეორიული და მათემატიკური ფიზიკის” (1969) რედაქტორი. თ-ის შრომები ველის კვანტურ თეორიასა და ელემენტარული ნაწილაკების ბირთვის ფიზიკაში (იხ. ელემენტარული ნაწილაკებისა და ბირთვის ფიზიკა) საფუძვლად დაედო მრავალი მიმართულების შექმნასა და განვითარებას. მან, ნ. ბოგოლიუბოვსა და ბ. სტრუმინსკისთან ერთად, შემოიტანა ფუნდამენტური კვანტ. რიცხვის `ფერის და ძლიერად ურთიერთქმედი ელემენტარული ნაწილაკების (ჰადრონების) შემადგენელი `ფერადი კვარკების” ცნება (1965); წარმოადგინა კვაზი თავისუფალი ფერადი კვარკებისგან შედგენილი ელემენტარული ნაწილაკების დინამ. მოდელი, რის საფუძველზეც შესწავლილი და ახსნილია აღნიშნული ნაწილაკების ძირითადი ფიზ. თვისებები; შემდგომ, ვ. მატვეევსა და რ. მურადიანთან ერთად წამოაყენა ავტომოდელობის პრინციპი (1967), რ-ზე დაყრდნობითაც ერთიანი თვალსაზრისით ახსნილ იქნა მასშტაბური ინვარიანტობის კანონზომიერებანი ელემენტარულ ნაწილაკთა ელექტრომაგნ., სუსტი და ძლიერი ურთიერთქმედებების პროცესებში და მიღებულ იქნა კვარკული თვლის ფორმულები (1972). თმ ერთერთმა პირველთაგანმა მიუთითა ელემენტარული ნაწილაკების მასის წარმოქმნის დინამ. მექანიზმზე, როგორც სიმეტრიის სპონტანური დარღვევის შედეგზე (1961); აჩვენა ფერმიონული ან ბარიონული რიცხვების შენახვის გლობალური კანონების დარღვევის შესაძლებლობა კვარკული მატერიის ზემაღალი სიმკვრივისას (1985); ახსნა სამყაროს ბარიონული ასიმეტრია (1978); ა. ლოგუნოვთან ერთად განაზოგადა ველის კვანტურ თეორიაში დისპერსიულ თანაფარდობათა მეთოდი არადრეკადი და მრავალნაწილაკოვანი პროცესებისათვის, რის საფუძველზეც მიიღო მიახლოებითი ინტეგრალური განტოლებები ნუკლონებზე πმეზონების ფოტოდაბადების პროცესებისათვის, πმეზონების ფიქსირებულ ნუკლონებზე გაბნევისათვის და სხვ. (1959). ა. ლოგუნოვთან ერთად შექმნა ე. წ. ლოგუნოვ–თავხელიძის კვაზიპოტენციალური მეთოდი (1963); დაადგინა გლობალური დუალობის თვისება გაბნევის პროცესებისათვის (1967); ნ. ბოგოლიუბოვსა და ვ. ვლადიმიროვთან ერთად დაამტკიცა გაბნევის ამპლიტუდების ავტომოდელური ქცევა მაღალი ენერგიებისა და იმპულსების დიდი გადაცემისას (1972). ერთობლივი კვლევის ციკლისთვის `πმეზონების ნუკლონებზე ფოტოდაბადება” თს მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია (1973; სხვებთან ერთად), ხოლო ერთობლივი ციკლისთვის `ახალი კვანტური რიცხვი – ფერი და ელემენტარული ნაწილაკებისა და ატომური ბირთვების კვარკულ სტრუქტურებში დინამიკურ კანონზომიერებათა დადგენა” – ლენინური პრემია (1988; სხვებთან ერთად). `თავხელიძე–მატვეევ–მურადიანის კვარკული თვლის წესები” აღიარებულია, როგორც აღმოჩენა #343 (1987). თ. არის სოლვეის საერთაშ. კონგრესის მონაწილე (1967). თის აღზრდილია ფიზიკოსთა არაერთი თაობა. მისი მოწაფეები არიან: მ. ელიაშვილი, ვ. მატვეევი, რ. მურადიანი, ა. ხელაშვილი და სხვ. თს მიღებული აქვს ნ. ბოგოლიუბოვის სახ. პრემია (1996, უკრაინა), მეცნ. აკადემიების საერთაშ. ასოციაციის ოქროს მედალი საერთაშ. სამეცნ. თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის (1998) და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000), ივ. ჯავახიშვილის მედლით (2001) და სხვ. თბილისის საპატიო მოქალაქე (2003). წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე. თხზ.: Дисперсионные соотношения для реакции фоторождения мезонов на нуклонах, «Журнал экспериментальной и теоретической физики», 1957, т.32, № 6 (თანაავტ. А. А. Логунов); Quasipotential approach in quantum field theory, «Nuovo Cimento», , 1963, ვ. 29, № 2 (თანაავტ. A. A. Logunov); Automodelity in strong interаctions, «Lettere Nuovo Cimento», 1972, № 5 (თანაავტ: V. Matveev, R. Muradian); CP–noninvariant superweak interaction and baryon asymmetry of the Universe, «Нейтрuно-77», т.2; «Physics Letters», 1978, v. 76 B (თანაავტ.: A. Yu. Ignatiev, N. V. Krasnikov, V. A. Kuzmin). ლიტ. ხელაშვილი ა., აკადემიკოსი ალბერტ თავხელიძე, თბ., 2010; მისივე, მომავალიც მისია, ვინც..., თბ., 2012. ნ. ამაღლობელი. ა. ხელაშვილი.