თავხელიძე დავით

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დ დ თავხელიძე.jpg

თავხელიძე დავით დავითის ძე (დ. 12. VIII. 1946, თბილისი), ინჟინერმექანიკოსი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის წ.კორ. (2009). ტექ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1988). 1968 დაამთავრა სპიის მანქანათმშენებლობის ფაკტი, 1971 მუშაობა დაიწყო ამავე ინტის მანქანათა ნაწილების კათედრაზე. 1985–2003 სტუში ხელმძღვანელობდა ტექნოლ. პროცესების ლაბორატორიას, პარალელურად 1987–2005 იყო სტუ-ის მექანიზმებისა და მანქანათა თეორიის კათედრის გამგე, 2005–08 – ტრანსპორტისა და მანქანათმშენებლობის ფაკტის დეკანი, ხოლო 2008იდან – სტუ-ის სამეცნ. დეპარტამენტის უფროსი. 2009 აირჩიეს ევრ. მეცნ. და კულტ. აკადემიის ნამდვილ წევრად. თის სამეცნ. შრომები მოიცავს: ბრტყელი და სივრცითი მრავალრგოლიანი სახსროვანი მექანიზმების კინემატიკური და დინამიკ. ანალიზისა და სინთეზის საკითხებს, კერძოდ, სამრეწველო რობოტების შემსრულებელი მექანიზმების დინამიკას; მცირე ჰიდროელექტროსადგურებისათვის ორმაგი ქმედების ტურბინების შექმნას და დანერგვას; მცირე სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების შექმნასა და დანერგვას; ოპტიკურ–ბოჭკოვანი სენსორების გამოყენების ბაზაზე ლითონკონსტრუქციების მონიტორინგისათვის განკუთვნილი დანადგარების შექმნას და დანერგვას. სამუშაოსათვის `ცილინდრული დეტალების დამმუშავებელი გადასამართავი რობოტიზებული ხაზის შექმნა და დანერგვა” მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1986). ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა. 1999-იდან მუშაობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტების შესრულებაზე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2013). თხზ.: ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი გამოყენებით მექანიკაში, თბ., 2004; გამოყენებითი მექანიკა, თბ., 2005; მექანიზმების დინამიკური ანალიზი, თბ., 2008; Математическое моделирование и динамический синтез многосвязных систем приводов промышленных роботов, Тб., 2009; Solution of straight geometrical problem for five link mechanism with two degrees of freedom, თბ., 2011.