თავხელიძე პლატონ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავხელიძე პლატონ ნოშრევანის ძე (1. I. 1902, სოფ. ფერსათი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, – 9. V. 1989, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1972), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979). 1927 დაამთავრა თსუის ისტორიის ფაკტი. მუშაობდა სხვადასხვა სამეცნ. დაწესებულებებში. 1934–36 იყო ჟურნ. `პარტიული მშენებლობის” რედაქტორი. მუშაობდა საქართვ. კომპარტიის ისტ. საკითხებზე. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები.