თათაბო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თათაბო (Atriplex halimon), მცენარეთა გვარი ნაცარქათამასებრთა ოჯახისა. ერთ ან მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქბალახები ან ბუჩქებია. მორიგეობით განლაგებული ფოთლები აქვთ. ჯგუფჯგუფად თავმოყრილი ყვავილები თავთავისებრ ყვავილედებს ქმნიან. მეტწილ ბუტკოიან ყვავილებს არ აქვთ ყვავილსაფარი. 300 -დე სახეობა გავრცელებულია ზომიერ და თბილ (ევროპა, ავსტრალია) სარტყლებში. საქართველოში 8–9 სახეობა იზრდება. თითქმის ყველა ერთწლოვანი ბალახია, მხოლოდ ერთი სახეობაა ბუჩქბალახი. თ. უფრო აღმ. და სამხრ. საქართველოში გვხვდება. დამლაშებული მდელოსა და სტეპის მცენარეებია, ბაღებსა და ბოსტნებში გვხვდება სარეველას სახით. მ. სოხაძე.