თათარაიძე ეთერ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ე თათარაიძე.png

თათარაიძე ეთერ სტეფანეს ასული (დ. 15. III. 1956, სოფ. ზემო ალვანი, ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი), პოეტი, ფოლკლორისტი, პედაგოგი. ჰუმანიტარულ მეცნ. დოქტორი (1998), ასოცირებული პროფესორი (1998). 1984 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკტი. ამავე წელს დაიწყო მუშაობა თსუის ზოგადი ენათმეცნ. კათედრაზე. 1985–2006 მუშაობდა უნ-ტის ფოლკლორის კათედრაზე. პარალელურად, 2004 მუშაობა დაიწყო საქართვ. ფოლკლორის ცენტრში ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელად. საკუთარი ლექსები თ-მ ქართველ მკითხველს პირველად 1979 წ. 14 აპრილს გამართულ ქართ. ფოლკლორის საღამოზე გააცნო. ასე შემოიტანა მან ქართ. პოეზიაში `თუშური ხმით ნატირლების” ხიბლი. იგი ავტორია პოეტური კრებულებისა: `იმედის გვირილაო” (1979), `მთვარის ნალი” (1988), `ჩამომიარ საწუთრომ” (1998), `100 ლექსი” (2012) და სხვ. თ-ის სამეცნ. კვლევის სფეროა ქართ. დემონოლოგია, ქართ. ლეგენდა; ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუში – კითხულობდა ლექციებს ქართ. დემონოლოგიაში; საშუალო სკოლებში ასწავლიდა ზეპირსიტყვიერებას. თანაავტორია (ა. არაბულთან ერთად) წიგნებისა: `მამამა ღმერთს ჩამაჰყარა ნათელი” (1990), `შენდობით მომიხსენიეთ” (2007), `ავაგე ეკლესიები” (2010) და სხვ. თ-ს მიღებული აქვს ლიტ. პრემია `საბა” (2008), ფოლკლორის ეროვნ. პრემია (2009), ი. ჭავჭავაძის სახ. ლიტ. პრემია `საგურამო” (2012). 2007 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.