თათარაშვილი ნოდარ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თათარაშვილი ნოდარ ივანეს ძე (დ. 13. I. 1941, ქ. თბილისი), გენერალლეიტენანტი (1996). დაამთავრა ცენტრ. სამობილიზაციო კურსები (1970), მ. ფრუნზეს სახ. სამხ. აკადემია (1981), რიაზანის სამხ. საავიაციო სასწავლებელი (1991). 1958–84 მსახურობდა საბჭოთა არმიაში; 1984–92 იყო აჭარის სამხ. კომისარი, 1993-იდან – საქართვ. შეიარაღებული ძალების მთ. შტაბის უფროსის მოადგილე, 1993–94 – საქართველოს მხრიდან ცხინვალის რეგიონის სამშვიდობო ძალების სარდალი. 1994 მიენიჭა გენ.მ. წოდება. 1994–98 იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 1994–96 – თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის უფროსი, 1996–98 – საქართვ. სამხ. კომისარი და თავდაცვის სამინისტროს სამხ. კოლეგიის წევრი. 2001-იდან თადარიგშია. ლ. დოლიძე.