თათარაშვილი შოთა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შ თათარაშვილი.jpg

თათარაშვილი შოთა მიხეილის ძე (1. I. 1922, თბილისი, – 14. VII. 1975, იქვე), აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1973–75), მშენებელი. 1946 დაამთავრა სპი (ახლანდ. სტუ). მუშაობდა სპეციალობის მიხედვით. 1948იდან კომკავშირულ სამუშაოზეა: იყო თბილ. საქალაქო კომიტეტის მდივანი, საქართვ. ცკის მეორე მდივანი, 1952იდან კი – საქართვ. კომპარტიის ბორჯომის რაიკომის პირველი მდივანი, თბილ. საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი. 1953იდან მუშაობდა ცკის აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1965–71 იყო საქ. სსრ სასოფლო მშენებლობის მინისტრი, 1971–73 – სახელმწ. საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.