თათარაძე ავთანდილ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა თათარაძე.jpg

თათარაძე ავთანდილ არსენის ძე (16. III. 1919, თბილისი, – 5. V. 1998, იქვე), მოცეკვავე, ქორეოგრაფი და პედაგოგი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961). 1953 დაამთავრა სპიის სამშ. ფაკტი. ინტში მონაწილეობდა თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ წრეში (ხელმძღვ. ჯ. ბაგრატიონი). 1937–41 და 1946–56 იყო საქართვ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის მოცეკვავე (1948იდან – ქორეოგრაფი). 1955იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. მხატვრული თვითმოქმედების კულტ.საგანმან. სასწავლებელში (ცეკვისა და ცეკვის კომპოზიციის განხრით), 1957იდან ხელმძღვანელობდა ქორეოგრაფიულ განყბას. თ-ის საუკეთესო დადგმებია შემდეგი ცეკვები: `ძველი თბილისის სურათები” (1951), `სამთა მთიულური” (1951), `იმერული სახუმარო” (1954), `ფშავ ქალთა ლხინი” (1958), `ფერხული” (1966), `თამარ დედოფალი” (1968) და სხვ. მისი დადგმები გამოირჩეოდა ფორმის ნაირფეროვნებით, პირველწყაროსთან სიახლოვით, დახვეწილი ტექნიკით. 1969–98 თ. თბილ. საესტრადოსაცირკო ხელოვნების სასწავლებლის პედაგოგი იყო. მისი მოწაფეებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფ. სულაბერიძე, ჯ. ნავროზაშვილი და სხვ. ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნ. მუშაობას ქართ. ქორეოგრ. და ცეკვის თეორიის დარგში. ავტორია არაერთი სამეცნ. თუ მეთოდ. ხასიათის ნაშრომისა: `ცეკვა ქართული” (1956), `ცეკვის ჩაწერის პირობითი ნიშნები” (1966), `ძველი ქართული (სვანური) ფერხულები” (1976), `ქართული ცეკვების განმარტებანი” (1986), `ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიის საკითხები”, `ქართული ხალხური ცეკვა” (2010) და სხვ. თის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მოეწყო სამეცნ. ექსპედიციები თითქმის მთელ საქართველოში. მან პირადად ჩაიწერა და გამოსცა სვანეთში დღემდე შემორჩენილი უძველესი წარმართული ხასიათის ფერხულები. 1985იდან იყო ქართ. ხალხ. ცეკვის სახალხო უნტის ქორეოგრ. კათედრის გამგე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).