თათევოსიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ე თათევოსიანი.jpg

თათევოსიანი ეღიშე მარტიროსის ძე [12 (24). IX. 1870, ვაღარშაპატი, – 22. I. 1936, თბილისი], სომეხი ფერმწერი. სომხ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1935). 1894 დაამთავრა მოსკ. ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი. 1896–1901 ცხოვრობდა მოსკოვში, 1901-იდან – თბილისში. საქართველოში იყო მხატვართა კავშირის სომხ. სექციის ერთერთი დამაარსებელი და თავრე. მონაწილეობდა რუს. მხატვართა კავშირის, `მირ ისკუსსტვას” გამოფენებში. 1922-იდან იყო თბილ. სამხატვრო აკად. პროფესორი. უმთავრესად მუშაობდა პეიზაჟის, ყოფითსა და პორტრეტის ჟანრში. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია მკვეთრი კოლორიტი, ფერწერულობა. ძირითადი ნამუშევრები: `რ. სურენიანცის პორტრეტი” (1891), `უცხოობაში” (1895), `მეუღლის პორტრეტი” (1903), `არაგაწი” (1917), `ავტოპორტრეტი” (1933), `კომიტასის პორტრეტი” (1935) (ყველა სომხ. სურათების გალერეა, ერევანი).