თათელისმაღალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თათელისმაღალი, მწვერვალი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთხევსურეთის კავკასიონზე, მდინარეების არმხისა და ასის წყალგამყოფ კიდეგანის ქედზე. სიმაღლე 3755 . აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები დაღარულია ღრმა ხევებით. მთის ძირში მყინვარებიდან გამოდის მდინარეები არმხი და არხოტისწყალი. მთის კალთებზე სუსტად განვითარებული ნიადაგმცენარეული საფარია. გ. ჩანგაშვილი.