თათმანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თათმანი” (სააქციო საზოგადოება), მსუბუქი მრეწველობის ერთერთი უძველესი საწარმო თბილისში. დაარსდა 1941 როგორც სასარაჯოსაუნაგირე წარმოება, რაც განაპირობა ფრონტისათვის აუცილებელი სასარაჯოსაუნაგირე მოსართავების, ასევე იარაღის შალითების, ზურგჩანთების და ქამრების დამზადების საჭიროებამ. მოგვიანებით წარმოება გადაკეთდა სასარაჯო-საგალანტერეო საწარმოდ, ხოლო ომის შემდეგ, 1950 დაერქვა საქართვ. მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს თბილ. ტყავსაგალანტერეო ფკა, რიც, თავის მხრივ, ექვემდებარებოდა შესაბამის საკავშ. სამინისტროს. ფ-კა რესპუბლიკაში იყო ტყავსაგალანტერეო პროდუქციის წარმოების ერთადერთი სპეციალიზებული წარმოება (მდებარეობდა ნ. ყიფშიძის ქ.N7ში). 1950–53 აშენდა ფ-კის ადმ. შენობა, ახ. საამქროები და სხვა დამხმარე სათავსოები. შემდგომ წლებში (1972, 1980, 1985, 1989) საწარმოში არაერთხელ ჩატარდა რეკონსტრ. და ტექ. გადაიარაღების სამუშაოები. ფკა ყოველწლიურად უშვებდა ყველა სახის ტყავსაგალანტერეო ნაწარმს, მ. შ.: ქალის, ახალგაზრდულ, სამეურნეო, სამგზავრო, სპორტულ, საბავშვო და სასკოლო ჩანთებს (მკაცრად იყო განსაზღვრული მათი ზომა, წონა და მასალის შემადგენლობა, განსაკუთრებით დაწყებითი კლასებისათვის), ასევე ჩემოდნებს, ქამრებს, ხელთათმანებს, საქაღალდეებს და წვრილმან გალანტერეას. პროდუქცია მზადდებოდა ძირითადად ხელოვნური და ნაწილობრივ ნატურალური ტყავისაგან. წარმოებისათვის საჭირო მანქანადანადგარებს, ძირითად და დამხმარე მასალებს, ფურნიტურას ფკა საბჭ. კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებიდან და საზღვარგარეთიდან იღებდა. პროდუქცია არაერთხელ დაჯილდოვდა საკავშ. და რესპ. გამოფენებზე. 1996 წ. 30 სექტემბრიდან ფკა გადაკეთდა სააქციო საზბად და ეწოდა `თ”. XX ს. 90-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონ. და პოლიტ. მდგომარეობის გამო შეწყდა ფინანს. და ეკონ. კავშირი მომწოდებლებთან. ამასთან ერთად დაიწყო იაფი, უხარისხო საქონლის შემოტანა (რ-თა გასაყიდი ფასი ბევრად ნაკლები იყო ჩვენი პროდუქციის თვითღირებულებაზე). ყოველივე ამის გამო 2005იდან ფკამ შეწყვიტა ფუნქციონირება. ო. სირბილაძე.